პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Iranintl: თვითმხილველების თქმით, თეირანში აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის ხმები ისმოდა

ირანის ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სურათის წინ გამართულ სამხედრო გამოფენაზე რაკეტა Shahab-3-ია წარდგენილი, თეირანი, 2008AP/Hasan Sarbakhshianლონდონში დაფუძნებული ოპოზიციური ირანული მედია, Iran International თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ 8 აპრილის საღამოს საათებში თეირანში აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმები ისმოდა.
თვითმხილველების თქმით, დრონის ხმა თეირანის დასავლეთ ნაწილში ადგილობრივი დროით 19:30 საათზე გაიგეს, რასაც თან ახლდა დაახლოებით 15 მცირე ზომის აფეთქებაც.
ამასთან, გამოცემას თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:45 საათზე აფეთქების ხმა გაიგეს დასავლეთ თეირანის მარზდარანის რაიონშიც.
მათივე თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმები ცენტრალური თეირანის მასშტაბით ისმოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.