ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„Imex Frankfurt 2025-ზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულებით ყველა მხრიდან დიდი ინტერესია“ - Georgian Travel Group

„Imex Frankfurt 2025-ზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულებით ყველა მხრიდან დიდი ინტერესია“ - Georgian Travel Group

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, Imex Frankfurt 2025-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანიაა წარდგენილი
“მნიშვნელოვანი გამოფენაა, ძალიან საინტერესო შეხვედრებია, Imex Frankfurt 2025-ზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულებით ყველა მხრიდან დიდი ინტერესია. ჩვენ შევხვდით კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტურებით, ასევე ბიზნეს მიმართულებით”-აცხადებს )ტურისტული კომპანია Georgian Travel Group-ის წარმომადგენელი ელენე გოდერძიშვილი.
Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.