ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Il Mattino: ჯუღელი დე ლაურენტისს შეხვდა - იმედია, ფინანსური მკლავჭიდი არ დაიწყება

Il Mattino-ს მტკიცებით, "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა.
საუბარი, რა თქმა უნდა, კვარაცხელიას კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გაგრძელებას შეეხო, უფრო "დაზვერვითი ხასიათის" იყო, მალე კონკრეტიკაზე ვიწრო წრეში იმსჯელებენ და იმედია, ეს მკლავჭიდს არ დაემსგავსება.
ხაზგასმულია, რომ გუნდის ერთ-ერთი ძვირფასი ფეხბურთელის ანაზღაურება დაბალია, აგენტი თავისი კლიენტისთვის იმის მსგავს ან მიახლოებულ ხელფასს ითხოვს, რასაც ვიქტორ ოსიმენი ხელშეკრულების გაგრძელებამდე იღებდა - დაახლოებით 5 მილიონ ევროს.
თუმცა, დე ლაურენტისი თანახმაა გასამრჯელო მხოლოდ 3.5 მილიონამდე გაუზარდოს, რაც სახელფასო
"ჭერია", მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენის გამო კლუბის შემოსავალი შემცირდება, ხვიჩას მიმართ "ბარსელონას" ინტერესი აფრთხობთ, თან ინტერესს "ბაიერნი" და "დორტმუნდი" ამჟღავნებენ.
მომავალ შეხვედრაზე მხარეები აგრეთვე ბონუსების საკითხს განიხილავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.