ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Il Mattino: პსჟ მზადაა კვარაცხელიას 8-მილიონიანი ხელფასი შესთავაზოს

Il Mattino-ს ცნობით, პსჟ მზადაა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაში 80 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ეს თანხა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისთვის, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა.
გამოცემა წერს, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა, მეტიც, საერთოდ არ უნდა მისი გაშვება. ფეხბურთელის აგენტი აურელიოს მალე შეხვდება და სეზონური 1.5-მილიონიანი ხელფასის 6 მილიონამდე გაზრდას მოსთხოვს. სავარაუდოდ "ნაპოლი" ანაზღაურების ბონუსებიანად 5 მილიონამდე მომატებას დათანხმდება.
აღნიშნულია, რომ "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემთხვევაში, ქართველის ხელფასი 8 მილიონი იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.