პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი 0.2 პუნქტით შემცირდა – ISET

III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი 0.2 პუნქტით შემცირდა – ISET

2025 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.2 პუნქტით შემცირდა და -1.5-ს გაუტოლდა – ნათქვამია ISET-ის პუბლიკაციაში.
„ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება საფინანსო (-19.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება პესიმისტურმა მოლოდინებმა და ასევე მცირედით გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტალის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2025 წლის II კვარტალთან შედარებით მცირედით, 0.7 პუნქტით შემცირდა და 2025 წლის III კვარტლისთვის -16.8-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება სოფლის მეურნეობის (-22.5) და ვაჭრობის (-20.7) სექტორებში დაფიქსირდა.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 2.0 პუნქტამდე შემცირდა. 2025 წლის III კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი გაუარესება საფინანსო (-47.5) და მშენებლობის (-32.5) სექტორებში დაფიქსირდა.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 11.3-ით გაიზარდა და 22.0 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, გაიზარდა“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.