III კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592 მლნ ლარი დახარჯეს
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592.4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 7.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი, 2022 წლის III კვარტალთან შედარებით,12.0%-ით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა.
საზღვარგარეთ ვიზიტებისას გაწეული ხარჯების კატეგორიების განაწილება:
· საყიდლები - 236.7 მლნ ლარი;
· საკვები და სასმელი - 137.9 მლნ ლარი;
· განთავსება - 119.8 მლნ ლარი;
· ადგილობრივი ტრანსპორტი - 51.1 მლნ ლარი;
· გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 28.5 მლნ ლარი;
· სხვა ხარჯი - 18.3 მლნ ლარი.
საქსტატის გამოქვეყნებულ გამყვანი ტურიზმის სტატისტიკაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ თითქმის 819.9 ათასჯერ გავიდნენ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს 397.6 ათასი მოქალაქე საზღვარგარეთ ტურისტული ტიპის ვიზიტით გავიდა, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ექსკურსიულ ვიზიტებს, იმავედროით პერიოდში 249.6 ათასი ადამიანი სწორედ ამ მიზნით გავიდა ქვეყნიდან. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს დაახლოებით 2%-ით აღემატება.
ვიზიტების რაოდენობის განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით:
· თურქეთი - 41.5%;
· სომხეთი - 16%;
· რუსეთი - 14.4%;
· აზერბაიჯანი - 1.4%;
· ევროკავშირის ქვეყნები - 14.4%;
· სხვა ქვეყნები - 12.8%.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.