II მოსმენით მხარი დაუჭირეს საერთაშორისო დამკვირვებლად მხოლოდ უცხოელის ყოფნას

პლენარულ ხდომაზე II მოსმენით მხარი დაუჭირეს ოცნების მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ახალ ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო კომისიის სხდომაზე ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესს და საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება.
ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო კომისიის სხდომაზე ფოტოვიდეოგადაღება და აუდიო-მონიტორინგი ცესკოს დადგენილებით დარეგულირდება.
ამასთან ერთად, ოცნების ინიცირებული ცვლილებებით, არჩენვებზე საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ 18 წელს მიღწეული უცხო ქვეყნის მოქალაქე. ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურებიც.
“მესამე საკითხი ეხება თარჯიმნებს. იმ თვალსაზრისით, რომ თუკი არ ეცოდინება ქართული ენა კონკრეტულ დამკვირვებელს, ბუნებრივია, ისინი სარგებლობენ თარჯიმნის დახმარებით. და ამ თარჯიმნის რეგისტრაცია როგორ ხდება – 2 დღით ადრე უნდა მიმართოს საარჩევნო კომისიას და ა.შ. ამას არეგულირებს ეს ცვლილებები”. – თქვა კირცხალიამ.
საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ – პაპუაშვილი
ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებებით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ ხმის მიცემას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქე ხმის მისაცემად საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად