ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IFFHS-მ ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულში დაასახელა

IFFHS-მ ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულში დაასახელა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულში დაასახელა.
ორგანიზაციამ 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ესპანეთის ნაკრების მთავარი მევრთნელი ლუის დე ლა ფუენტე დაასახელა, რომლსი ხელმძღვანელობითაც გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა.
ვილი სანიოლი, რომელმაც „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა, იქ კი მერვედფინლში ითამაშა, IFFHS-მა მე-9 ადგილზე დაასახელა. ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების პირველი მწვრთნელია, რომელიც საუკეთესო სპეციალისტების სიაში მოხვდა.
2024 წლის საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი:
1. ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთი – 274 2. ლიონელ სკალონი, არგენტინა – 148 3. დიდიე დეშამი, საფრანგეთი – 35 4. გარეტ საუთგეიტი, ინგლისი – 26 5. ემერსონ ფაე, კოტ დ’ივუარი – 18 6. იულიან ნაგელსმანი, გერმანია – 17 7. ნესტორ ლორენცო, კოლუმბია – 14 8. ვინჩენცო მონტელა, თურქეთი – 8 9. ვილი სანიოლი, საქართველო – 6 10. მარსელო ბიელსა, ურუგვაი – 5
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.