ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IDF: სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო - IDF აგრძელებს სახმელეთო ოპერაციის გაფართოებას ჰამასის ცენტრების წინააღმდეგ მთელ ღაზის სექტორში - აცხადებს IDF-ის სპიკერი დანიელ ჰაგარი.
„გუშინ, დღეს, ჩვენ მოვკალით [ჰამასის] ბატალიონის მეთაურები, ასეულის მეთაურები და მრავალი ოპერატორი. გუშინ დილით ჩვენ დავიწყეთ იგივე მოძრაობა ღაზას სექტორის სამხრეთით - ამბობს IDF-ის შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევი.
მისივე თქმით, ისრაელის არმია მტკიცედ და საფუძვლიანად იბრძოდა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და იგივე გააგრძელებს სამხრეთ ნაწილშიც.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.