ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IDF-ის ცნობით, გათავისუფლებულია 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, "ჰამასის" მიერ გათავისუფლებული მძევლები წითელმა ჯვარმა ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანა, შემდეგ კი ისინი ისრაელში დაბრუნდნენ.

როგორც BBC წერს, მძევლებიდან 13 ისრაელელი, ხოლო 4 ტაილანდის მოქალაქეა. IDF-ში განაცხადეს, რომ მძევლების ოჯახები უკვე ინფორმირებული არიან მათ გათავისუფლების შესახებ.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელი "ჰამასს" ტყვეების გაცვლის პროცესის გადადებაში ადანაშაულებდა, "ჰამასმა" კი
დროებითი ზავის პირობების დარღვევაში ისრაელს დასდო ბრალი. მოგვიანებით კი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ თქვა, რომ დაბრკოლებები გადალახულია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.