ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IDF-ის გამოძიება ღაზის ჭყლეტაზე: ჯარისკაცებს ჰუმანიტარული დახმარების მანქანისთვის არ უსვრიათ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ჭყლეტის შემთხვევის გამოძიების პირველადი შედეგები გაასაჯაროვა. მათი განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც რამდენიმე ღაზელი მათი მიმართულებით დაიძრა და მათ ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებისთვის არ უსვრიათ.
ანგარიში ღაზაში მომხდარი ჭყლეტის შესახებ მაიორმა გენერალმა იარონ ფინკელმანმა წარუდგინა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურს ჰერცი ჰალევის.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი ამ ტრაგედიის გამოძიებას გააგრძელებს. მათი თქმით, ისინი სრულად იაზრებენ ჯარის როლს ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების და განაწილების პროცესში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ წარმოიქმნება ჭყლეტა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად, რასაც 104 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღაზის სექტორში ჩამოგდებულ ჰუმანიტარულ დახმარებას და დატვირთულ სატვირთოებს ერთობლივად ათასობით ადამიანი მიაწყდა.
ჰამასი სასიკვდილო ჭყლეტაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. მათი მტკიცებით, ჭყლეტა სწორედ ისრაელის ჯარისკაცების სროლამ გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.