ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IDF: ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში შემთხვევით 3 ტყვე მოკლეს

ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში გადაადგილებისას შემთხვევით სამი ტყვე მოკლეს. ამის შესახებ The Times of Israel ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები შემთხვევის დროს ისეთ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, სადაც ხშირად აწყდებიან ტერორისტებს, მათ შორის კამიკაძეებს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და იზიარებს დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას“, - განაცხადა IDF-ის სპიკერმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.