ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IDF აცხადებს, რომ იპოვეს გვირაბი, სადაც "ჰამასს" 20 მძევალი ჰყავდა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში აღმოაჩინეს გვირაბი, სადაც "ჰამასს" მძევლები ჰყავდა. IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, გვირაბში შესულ მებრძოლებს ადგილზე ტერორისტები დახვდათ.
"ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შევიდნენ გვირაბში, სადაც მათ ტერორისტები შეხვდათ...
ბრძოლა ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა. გვირაბში განთავსებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები", - განაცხადა ჰაგარმა
ჰაგარის განცხადებით, გვირაბში მათ მძევლები არ დახვდათ, თუმცა როგორც ირკვევა "ჰამასს" დაახლოებით 20 მძევალი არაამიანურ პირობებში ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.