ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IDF აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოსთან 19 წლის მძევლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან მდებარე შენობაში, მეორე ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. როგორც IDF ამბობს, მათი კაპრალის, 19 წლის ნოა მარჩიანოს ცხედარი, ისრაელის ტერიტორიაზე გადაასვენეს.
"19 წლის ნოა მარჩიანო 7 ოქტომბერს "ჰამასის" ტერორისტებმა გაიტაცეს და მოკლეს. მისი ცხედარი IDF-ის ჯარებმა ღაზაში, ალ-შიფას ჰოსპიტალთან იპოვეს. IDF გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახებს და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას," - ნათქვამია IDF-ს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.