ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„IBTM-ის წლევანდელი გამოფენა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია“ - სასტუმრო „პარაგრაფი თბილისი“

„IBTM-ის წლევანდელი გამოფენა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია“ - სასტუმრო „პარაგრაფი თბილისი“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
IBTM World 2024-ზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარმოდგენილი. IBTM-ზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო პარაგრაფი თბილისის გაყიდვების დირექტორი თამუნა ჩხეიძე.
„IBTM-ის წლევანდელი გამოფენა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, შარშანდელთან შედარებით საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ძველ ბაზრებთან ერთად გამოიკვეთა ინტერესი ახალი ბაზრებიდანაც, დღეში დაახლოებით 8-10 შეხვედრა გავმართეთ, ეს ნიშნავს რომ საქართველოსადმი ინტერესი იზრდება სულ უფრო და უფრო. განსაკუთრებული ინტერესია კორპორაციული შეხვედრების, დიდი ჯგუფების თავისი ღონისძიებებით, რაც არამარტო ქვეყნისთვის, არამედ სასტუმროსთვისაც ძალიან შემოსავლიანი იქნება, რადგან გლობალურად დიდი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავენ“,-განაცხადა თამუნა ჩხეიძემ.
IBTM World 2024-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2400-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.