„IBTM-ზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია“ - ნატალია ჩანადირი

„IBTM-ზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია“ - ნატალია ჩანადირი
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მიიღო მონაწილეობა.
გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ წარმომადგენელი ნატალია ჩანადირი.
„IBTM-ზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, გვქონდა ბევრი საინტერესო შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ გამოფენას ესწრებიან არა მხოლოდ ადგილობრივი ესპანური კომპანიები, არამედ ისეთი მასშტაბური ბაზრების წარმომადგენლები, როგორებიცაა: ამერიკა, აზია, ევროპა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით გაგრძელდება ჩვენი მონაწილეობა ამ გამოფენაზე.“
IBTM World 2025-ზე წარმოდგენილი იყო 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია, ხოლო გამოფენის სტუმრების რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.