IBSU-ს გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სამწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტს განუვითაროს რთული გრაფიკული ამოცანების შემოქმედებითად, ფუნქციურად და კომპოზიციურად ამოხსნის უნარი.
„ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს განუვითაროს ტექნიკური და პროფესიული უნარები, რათა შეძლოს მიღებული ცოდნის წარმატებით გამოყენება თანამედროვე გრაფიკული დიზაინის მოთხოვნების შესაბამისად.
გრაფიკული დიზაინის პროგრამაზე პირველკურსელებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025 წლის სექტემბერში მიიღებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული