ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

I კვარტალში Toyota-ს საოპერაციო მოგება 17%-ით გაიზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ პირველი კვარტლის საოპერაციო მოგება 17%-ით, 1,3 ტრილიონ იენამდე ($8,70 მილიარდი) გაზარდა.
ზრდას კომპანიამ სუსტი იენისა და ხარჯების შემცირების ფონზე მიაღწია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისი საოპერაციო მოგება 1,1 ტრილიონი იენი ($7,36 მლრდ) იყო.
LSEG ანალიტიკოსების შეფასებით, Toyota-მ ისარგებლა ელექტრომობილებზე გლობალური მოთხოვნის შენელებით, რამაც მას მეტი ჰიბრიდის გაყიდვის საშუალება მისცა, რომლებიც, ჩვეულებრივ ბენზინის მანქანებთან შედარებით, ხარჯთეფექტურობით გამოირჩევიან.
Toyota-ს მაღალი ფინანსური მაჩვენებლები და აქციების ფასის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ Toyota Group-ის კომპანიებში აღმოჩენილ სერტიფიცირების დარღვევების შემთხვევებს ჯგუფზე მნიშვნელოვანი უარყოფითი წნეხი არ ჰქონია.
bp.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.