არქივი22 მაისი, 2024, 05:10
I კვარტალში, ქვეყანაში, 1 მლნ კგ-მდე ახალი მარწყვი და ხენდრო შემოვიდა
საქსტატის მონაცემებით, I კვარტალში ქვეყანაში $1 363 930-ის ღირებულების 982 110 კგ ახალი მარწყვი და ხენდრო შემოვიდა.
იმპორტირებული პროდუქციის 99.8% თურქეთზე მოდის, საიდანაც $ 1 360 950-ის ღირებულების 980 620 კგ ახალი მარწყვი და ხენდრო შემოვიდა. იმპორტირებული პროდუქციის 0.2% კი ეგვიპტეზე მოდის, საიდანაც $2 980-ის ღირებულების 1 490 კგ პროდუქცია შემოვიდა.
რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2023 წლის I კვარტალში ქვეყანაში $269 230-ის ღირებულების 997 110 კგ ახალი მარწყვი და ხენდრო შემოვიდა. იმპორტიორი ქვეყანა კი მხოლოდ თურქეთი იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.