ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

I კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე 371 ტ-მდე გაყინული თევზი გავიდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე 370,83 ტ გაყინული თევზი გავიდა, ექსპორტის მთლიანმა ღირებულებამ კი $611 950 შეადგინა.
მათგან 160 ტ გაყინული თევზის ექსპორტი საზღვაო, ხოლო 210,83 ტ-ის ექსპორტი საავტომობილო გზით განხორციელდა.
ყველაზე დიდი ოდენობით -179,51 ტ გაყინული თევზის ექსპორტი უკრაინაში განხორციელდა, შემდეგ მოდის 125,62 ტ-ით აზერბაიჯანი და 65,7 ტ-ით სომხეთი.
საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაყინული თევზის ექსპორტს არ ახორციელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.