Human Rights Watch – ისრაელი ღაზაში პალესტინელების იძულებით გადაადგილებას ახორციელებს, რაც წარმოადგენს ომის დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ

ისრაელი ზედამხედველობს ღაზაში პალესტინელების იძულებით გადაადგილებას მიზანმიმართული და სისტემატური კამპანიის სახით, რაც წარმოადგენს ომის დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული.
154 ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ღაზაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ნგრევა, რომელიც 13 თვეზე მეტხანს გრძელდება და რომელსაც, გაერო-ს მონაცემებით, დაახლოებით, 1,9 მილიონი პალესტინელის იძულებით გადაადგილება მოჰყვა, რაც ტერიტორიის მოსახლეობის 90%-ზე მეტს შეადგენს.
ანგარიშში საუბარია ისრაელის ძალების მიერ ღაზაში სახლების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის „უკანონო და განზრახ, კონტროლირებად განადგურებაზე“. ორგანიზაციის შეფასებით, ისრაელის აშკარა მიზანია, შექმნას ბუფერული ზონები და უსაფრთხოების დერეფნები, საიდანაც პალესტინელები, სავარაუდოდ, სამუდამოდ იძულებით გადაადგილდებიან.
„ისრაელის მთავრობას არ შეუძლია თქვას, რომ პალესტინელებს უსაფრთხოდ იცავს, როდესაც ის ხოცავს მათ თავის დაღწევის მარშრუტებზე, ბომბავს ე.წ. უსაფრთხო ზონებს და უწყვეტს საკვებს, წყალს და სანიტარულ პირობებს. ისრაელმა უხეშად დაარღვია თავისი ვალდებულება, უზრუნველყოს პალესტინელების სახლში დაბრუნება, ანადგურებს რა პრაქტიკულად ყველაფერს დიდ ტერიტორიებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო სამართლის მიმართ ერთგულები არიან და შესაბამისად მოქმედებენ. ამასთან, მათი მტკიცებით, გასცემენ ევაკუაციის ბრძანებებს, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული ზიანისგან დაიცვან.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა