ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

HITC: 16 წლის ქართველი ვუნდერკინდით ევროგრანდები დაინტერესდნენ

ბრიტანული HITC-ის ცნობით, თბილისის "დინამოს" 16 წლის თავდამსხმელით ვახტანგ სალიათი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჭაბუკ ფეხბურთელად მიიჩნევა, "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდნენ და მის შეძენას განიხილავენ.
აღნიშნულია, რომ ქართველ ვუნდერკინდს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ და მას აგრეთვე "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი", "ატლეტიკო", "ბარსელონა", პსჟ, "ბაიერნი" და "დორტმუნდი" აკვირდებიან.
გამოცემა წერს, რომ არ არის გამორიცხული, სალია ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების განაცხადში მოხვდეს.
რეებს მიაცვ მოაცვამთ! არ აურიოთ ამ ნიჭიერ ბავშვს ტვინი! ახლა მოლოდინი რომ გაუჩნდეს ევროზე წასვლის და არ წაიყვანენ რაც სამართლიანიც იქნება, მერე ამ ბიჭს თუ გული დაწყდა და თამაში გაუფუჭდა ვინ იქნება დამნაშავე?!

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.