არქივი25 ოქტომბერი, 2024, 17:53
Heineken-ის შემოსავალი 2024 წლის მესამე კვარტალში 5,5%-ით დაეცა

ნიდერლანდების კომპანია Heineken-მა გამოაცხადა შემოსავლის შემცირება 2024 წლის მესამე კვარტალში. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.
ამრიგად, 2024 წლის ივლის-სექტემბერში კომპანიის შემოსავალმა შეადგინა $9,80 მილიარდი, რაც 5,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გამოცემის ცნობით, ეს გამოწვეულია მთელ მსოფლიოში მომხმარებლების მიერ ალკოჰოლზე დანახარჯების შემცირებით.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.