არქივი8 აპრილი, 2025, 23:08
Goldman Sachs-ის „ექსტრემალური“ სცენარით, ნავთობის ფასი ბარელზე $40-მდე შემცირდება - Bloomberg

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ „ექსტრემალური“ სცენარის მიხედვით, 2026 წლის ბოლოსთვის Brent-ი ნავთობის ფასი ბარელზე 40 დოლარამდე დაეცემა, წერს Bloomberg.
ანალიტიკოსების თქმით, ეს შესაძლებელია გლობალური რეცესიის პირობებში და OPEC+-ის წარმოების შემცირების სრული გაუქმებით.
Goldman Sachs-ის პესიმისტური პროგნოზი, დაკავშირებულია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სავაჭრო ომის ესკალაციასთან, რომელმაც ჩამოშალა მსოფლიო ბაზრები.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.