Glovo-სა და Wolt-ის საერთო განცხადება: სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს

“2018 წელს ქართული ბაზარზე შესვლის შემდეგ, გლოვო და ვოლტი სიამაყით ვუჭერთ მხარს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ციფრულ ტრანსფორმაციას. ადგილობრივი ბიზნესების, მათ შორის სტარტაპებისა და მეწარმეების პარტნიორობით, ათასობით კურიერის გაძლიერებით და ასობით ათასი მომხმარებლის მომსახურებით, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორის სწრაფ განვითარებას და შევქმენით ეკოსისტემა, რომელმაც ახალი ტიპის ბიზნესებისა და მომსახურებების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო, რაც ადრე ბაზარზე არ იყო ხელმისაწვდომი.
როგორც ევროპული კომპანიები, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ისტორიული არჩევანის უზარმაზარ პოტენციალს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით, რაც ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მომავალს სთავაზობს, და ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენი ფიქრები მშვიდობიანი დემონსტრანტებისკენ არის მიმართული, რომლებიც ამ რთულ კრიზისში დაზარალდნენ.
ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპულ გზაზე, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გახსნის ახალ შესაძლებლობებს, გააძლიერებს ეკონომიკას და უზრუნველყოფს უფრო ნათელ და წარმატებულ მომავალს ყველასთვის” | წერია Glovo-სა და Wolt-ის საერთო განცხადებაში, რომელსაც BMG ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს