GITA - მ ტექნოლოგიური ბანაკების ციკლი დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ტექნოლოგიური ბანაკების ციკლი გახსნა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
პირველ ეტაპზე, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ბიოტექნოლოგიების ბანაკები განხორციელდება.
ტექნოლოგიური ბანაკების ციკლი გაგრძელდება 13-18 აგვისტოს STEAM ბანაკით სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის, ხოლო 20-25 აგვისტოს STEAM მიმართულებების ბანაკში სკოლის 100 მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება შეიძინოს ტექნოლოგიების სფეროში.
ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.
გახსნის ცერემონიალზე ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ჯობავამ ხაზი გაუსვა ტექნოლოგიების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში და სტუდენტებს წარმატება უსურვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.