GINO Holding-ი ბაკურიანში თერმულ სასტუმროს აშენებს, ინვესტიცია - €5 მლნ
სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის GINO Holding-ის ინვესტიციით ბაკურიანში თერმული სასტუმრო Gino Thermal Hotel-ი შენდება.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას კომპანიის პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ განაცხადა, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ ევროა, საიდანც 1,5 მლნ უკვე ინვესტირებულია.
„ბაკურიანში აკვაპარკისა და სასტუმრო კომპლექსის მოწყობას ვგეგმავდით, მაგრამ შემდეგ პროექტი შეიცვალა. ახლა ვაშენებთ 5-ვარსკვლავიან, ბუტიკური ტიპის სასტუმროს, რომლის მთავარი უპირატესობა იქნება გეოთერმული აუზები. ბაკურიანში ერთადერთი ადგილია, სადაც გეოთერმული წყალი ამოდის და ზუსტად იქ შენდება ჩვენი სასტუმრო. ზამთრის კურორტზე სრიალის შემდეგ გეოთერმული წყლის აუზში განტვირთვა ტურისტებისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება“, - თქვა ნოდარ გიორგაძემ.
Gino Thermal Hotel-ის გახსნა 2026 წელს არის დაგეგმილი.
ქართულ-სლოვაკური სს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტის ნოდარ გიორგაძის ინფორმაციითვე, ბოლო 10 წელიწადში ჯგუფმა საქართველოში €110 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. როგორც ნოდარ გიორგაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, „ჯინო ჰოლდინგის“ ინვესტირების ძირითადი სფეროები ტურიზმი და გასართობი სექტორია.
„ჯინო ჰოლდინგის“ მიერ უკვე განხორციელებული მსხვილი პროექტებია:
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.