Georgian Wings-ი 3 ახალ მიმართულებაზე რეგულარულ ფრენებს იწყებს

Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამ ახალ მიმართულებას ამატებს და
რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
2024 წელს Georgian Wings-ი მგზავრებს, თბილისი-ტაშკენტი-თბილისის და თბილისი-კიშინეუთბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესთავაზებს, ხოლო თბილისი-აქტაუ-თბილისის მიმართულებით კი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს კვირაში 2სიხშირით განახორციელებს, ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და კვირა დღეს.
აღნიშნულ ავიარეისებზე მგზავრებს Georgian Wings-ი 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-300-ით
მოემსახურება. ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია.
Geosky-ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, კიშინეუ, ტაშკენტი, ბაქო, აქტაუ, ს მიმართულებით შეასრულებს.
ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით რეისებს 2023 წლის ივლისის ბოლოდან, ხოლო ბაქოს მიმართულებით სექტემბრის დასაწყისიდან ახორციელებს.