ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Georgian Airways 17%, Wizz air 16%, Pegasus 8%-იანი ზრდა - რა შედეგები აქვთ კომპანიებს? - bm.ge

Georgian Airways 17%, Wizz air 16%, Pegasus 8%-იანი ზრდა - რა შედეგები აქვთ კომპანიებს? - bm.ge

2025 წლის ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 654 063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ უნგრული ბიუჯეტური Wizz air-ი ლიდერობს და ბაზრის 18% უკავია.2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ავიაკომპანიამ მგზავრები 16%-ით გაზარდა. ჯამში იანვარ-ივნისში ავიაკომპანიამ 642 956 მგზავრი გადაიყვანა.
მეორე ადგილს ასევე ბიუჯეტური Pegasus-ი იკავებს ბაზრის 8%-იანი წილით, მიმდინარე წლის 6 თვეში კომპანიას წლიური ზრდა ასევე 8%-ი აქვს და 284 984 მგზავრი გადაიყვანა.
მესამე ადგილს ქართული Georgian Airways-ი იკავებს ბაზრის ასევე 8%-იანი წილით. რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ, ავიაკომპანიამ მგზავრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა და ბაზრის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, ავიაკომპანიას მგზავრები 17%-ით 272 568-მდე გაზარდა.
მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა წლების განმავლობაში ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერმა Turkish Airlines-მა, რომელმაც 6 თვეში 268 959 მგზავრი გადაიყვანა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. მეხუთე ადგილზეა Azerbaijan Airlines-ი ბაზრის 6%-იანი წილით, წელს კომპანიამ 222 237 მგზავრი გადაიყვანა, რაც წლიურად 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო Turkish Airlines-ის შვილობილმა ავიაკომპანია Ajet-მა, რომლის მეშვეობით 2025 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (54 326 მგზავრი) არ შედის თურქეთის ავიახაზების მგზავრთნაკადის მონაცემებში და ითვლება განცალკევებით.
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.