ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Georgia Capital-ის ჯანდაცვის სერვისების ბიზნესმა "გორმედის“ შეძენის გადაწყვეტილება მიიღო

Georgia Capital-ის ჯანდაცვის სერვისების ბიზნესმა "გორმედის“ შეძენის გადაწყვეტილება მიიღო

2025 წლის 25 ოქტომბერს Georgia Capital-ის ჯანდაცვის სერვისების ბიზნესმა „გორმედის“ შეძენის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც წარმოადგენს სამი ჰოსპიტლისა და კლინიკის რეგიონალურ ქსელს ცენტრალურ საქართველოში.
ამის შესახებ ინფორმაციას businessinsider.ge, Georgia Capital-ის 2025 წლის III კვარტლის ფინანსურ შედეგებზე დაყრდნობით აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, მოსალოდნელია, რომ „გორმედის“ 2025 წლის EBITDA 4.5 მილიონი ლარი იქნება. წყაროს თანახმადვე, გარიგების მიზანია შემოსავლების ზრდის გაძლიერება, ეფექტურობის მნიშვნელოვანი ზრდის უზრუნველყოფა და ოპერაციული სინერგიის ხარჯზე მომგებიანობის გაუმჯობესება.
Georgia Capital-ის 2025 წლის III კვარტლის ფინანსური შედეგების თანახმად, გარიგების შემდეგი ეტაპი მარეგულირებელის მხრიდან თანხმობის გაცემა იქნება.
გარიგების ღირებულება „გორმედის“ 2026 წლის სავარაუდო EBITDA-ს 4-ჯერ ნაკლებს შეადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.