Geo Team-ი მიქაუტაძის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - "ვილიარეალი" ფრეს დასჯერდა

დღეს „ვილიარეალმა“ ლა ლიგის მესამე ტურში, ვიგოში კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და ფრეს (1:1) დასჯერდა.
„ვილიარეალი“ ამ მომენტისთვის 7 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 13 სექტემბერს მადრიდში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს.
Geo Team-ის ცნობით, „ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა, კონტრაქტს გააფორმებს და ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის ესპანურ კლუბს სანაკრებო პაუზის შემდეგ შეუერთდება და ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზებს.
ასე რომ, ქართველის დიდი და ახალი თავგადასავალი იწყება. იქამდე მისი გოლები საქართველოს ნაკრებში გვჭირდება.
დებიუტიც ასეთი უნდა - ტაბატაძემ ესპანეთში გამარჯვების გოლი გაიტანა
"მიქაუტაძეს წასვლა არ სურს, არც "ლიონს" სურს მისი გაყიდვა, მაგრამ..." - ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ქართველზე ისაუბრა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
მიქაუტაძე პრემიერლიგის კლუბს შეუთანხმდა - მისი სასწრაფოდ შეძენა ემერიმ მოითხოვა
"ლიონმა" გიორგი მიქაუტაძის შემცვლელი დაიმატა
"ვილიარეალი" 30 მილიონს იხდის, მაგრამ ბოლოს შესაძლოა, პრემიერლიგაში აღმოჩნდეს" - რას წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე
"სიმართლე უნდა ვთქვათ... "მეცთან" ბოლო მატჩში მიქაუტაძეზე ეს მომეჩვენა" - "ლიონის" ყოფილი ფეხბურთელი ქართველის გაყიდვაზე
"მეფე ჟორჟმა" გადაწყვეტილება შეცვალა და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში გადავა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.