არქივი7 სექტემბერი, 2024, 13:12
Geo Team: გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

გიორბელიძემ "ერზურუმსპორთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თურქულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
გური ბოლოს ნოვი სადის "ვოივოდინას" ღირსებას იცავდა, სხვადასხვა დროს კი ბოლნისის "სიონში", გორის "დილაში", ავსტრიულ "ვოლფსბერგში", დრეზდენის (გერმანია) "დინამოში", პოლონურ (ლუბინი) "ზაგლემბიში" და ბათუმის "დინამოში" უთამაშია.
2021 წლის 25 მარტს, შვედეთთან გასვლით საკვალიფიკაციო მატჩში, შედგა მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის მაისურაც 11 შეხვედრაში მოირგო.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.