ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

General Motors-მა მიჩიგანსა და ოჰაიოში 1700-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეამცირა

General Motors-მა მიჩიგანსა და ოჰაიოში 1700-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეამცირა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა General Motors Co.-მ (GM) მიჩიგანისა და ოჰაიოს ქარხნებიდან 1700-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, იტყობინება CNBC კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.
მათ შორის, დეტროიტის ავტოქარხნიდან დაახლოებით 1200 ადამიანი, ხოლო ოჰაიოს შტატში აკუმულატორების ქარხნიდან კიდევ 550 ადამიანი გაათავისუფლეს.
კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ის ელექტრომობილების წარმოების სიმძლავრეს გადახედავს მოკლევადიან პერსპექტივაში მოთხოვნის ზრდის მოსალოდნელი შენელებისა და მარეგულირებელი გარემოს ცვლილების საპასუხოდ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.