GCCA-ის წარმომადგენლებმა eCommerce Association Georgia-ს წევრებთან ერთად ელექტრონული კომერციის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე იმსჯელეს

GCCA-ის წარმომადგენლებმა eCommerce Association Georgia-ს წევრებთან ერთად ელექტრონული კომერციის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე იმსჯელეს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები eCommerce Association Georgia-ს წევრებს შეხვდნენ.
სააგენტოს ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ელექტრონული კომერციის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე იმსჯელეს. აგრეთვე, მიმოიხილეს აღნიშნული მიმართულებით დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკა.
საუბარი შეეხო ონლაინ ვაჭრობის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებსა და იმ სტანდარტებს, რომლებსაც თანამედროვე ციფრული ბაზარი უნდა აკმაყოფილებდეს.
აღინიშნა, რომ GCCA-ის მიერ ცოტა ხნის წინ შემუშავებული ელექტრონული კომერციის სახელმძღვანელო „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა ეფექტური აღსრულების მიზნით მომზადდა. ითქვა, რომ დოკუმენტი ბიზნესსექტორს, ელექტრონული კომერციის სუბიექტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს პროცესების სწორად წარმართვაში დაეხმარება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში უსაფრთხო ონლაინ გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
ინფორმაციას GCCA ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი