პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას აანონსებს

G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას აანონსებს

დიდი შვიდეული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას აანონსებს. უკრაინაში შეჭრის მე-1000-ე დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, G7 რუსეთს მოიხსენიებს როგორც ერთადერთ დაბრკოლებას ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ G7 კიდევ ერთხელ აღიარებს ვალდებულებას რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესების, ექსპორტის კონტროლისა და სხვა მკაცრი ზომების გამოყენების ნაწილში.
ცნობისთვის, წლის დასაწყისში G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხით დაეხმარებოდნენ, რომელიც რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იქნებოდა.
წყარო: მთავარი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.