ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

G7-ის ელჩებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმის გახშირების გამო

G7-ის ელჩებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმის გახშირების გამო

„დიდი შვიდეულის“ - G7-ის - ელჩებმა გამართეს სასწრაფო შეხვედრა, რომელზეც მიწვეული იყო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, სვეტლანა ჰრინჩუკი.
შეხვედრაზე განიხილეს დახმარების შესაძლებლობა უკრაინის ენერგეტიკის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის არმიის თავდასხმების შემდეგ.
ჰრინჩუკის გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაფტოგაზ უკრაინის“, „უკრენერგოს“ და ენერგოატომის“ წარმომადგენლები.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ პარტნიორებს მოუწოდა გადაჭრით უპასუხონ მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებს, რომლებიც განხორციელდა 10 ოქტომბრის ღამით.
ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმები ომის დანაშაულებს წარმოადგენს, რომლის პატიება არ შეიძლება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.