G20-ის სამიტი შიმშილის და სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად გლობალური პაქტით დაიწყო

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ, ორშაბათს, 18 ნოემბერს, დიდი ოცეულის სამიტი გახსნა. სამიტი, პრეზიდენტმა, სიღარიბისა და შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად გლობალური ალიანსის წამოწყების ინიცატივით გახსნა, რომელსაც 81 ქვეყანა დათანხმდა.
თავის გახსნით სიტყვაში ლულამ თქვა, რომ კლიმატის ცვალებადობის დამანგრეველი შედეგები მთელს მსოფლიოზე ისახება. მან მოუწოდა ლიდერებს, იმოქმედონ გლობალური დათბობისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად.
ალიანსი, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტმა წარადგინა, კოორდინაციას უწევს შიმშილისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად გლობალურ ძალისხმევას. ალიანსს მხარს უჭერს აფრიკის კავშირი და ევროკავშირი, საერთაშორისო ორგანიზაციები, განვითარების ბანკები და ისეთი ფილანტროპიული ორგანიზაციები, როგორიცაა როკფელერის ფონდი და ბილ და მელინდა გეითსების ფონდი.
„შიმშილი და სიღარიბე არ არის სიმცირის, ან ბუნებრივი ფენომენების შედეგი… ისინი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროდუქტია“, – თქვა ლულამ, რომელიც სიღარიბეში დაიბადა და პოლიტიკაში ლითონის მუშაკთა კავშირის მეშვეობით მივიდა.
სააგენტო “როიტერის” წყაროები ამბობენ, რომ დიპლომატებმა, რომლებიც ერთობლივ განცხადებაზე მუშაობდნენ, საბოლოოდ ვერ შეძლეს, რომ თუნდაც მშვიდობისკენ ბუნდოვანი მოწოდების მქონე განცხადება დაეწერათ უკრაინასთან მიმართებაში ისე, რომ მონაწილეთაგან ყველას ერთნაირი კმაყოფილება გამოეთქვა.
რიოში, დიდი ოცეულის სამიტისთვის, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიციასთან ერთად, სამიტზე მყოფებს ჯარიც იცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა