ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

FT-ის სტატია არასწორად ასახავს ნიდერლანდების პოზიციას — საელჩო

საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს განცხადებით, Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს.
Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ოთხი ქვეყანა, ნიდერლანდების ჩათვლით, რუსული კანონის მიღების გამო საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვს. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები ამისგან ცალკე განიხილავენ საქართველოს მთავრობისთვის „სხვაგვარი ზომების გატარებას“.
Financial Times აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აფრთხილებდნენ საქართველოს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება გაწევრიანების პროცესში და შიდა პრობლემებთან ერთად ქვეყანა უფრო ღრმად ეფლობა რუსეთის ორბიტაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.