FT: -ს ბლოკადის მიუხედავად, რუსეთმა კუბას ტანკერებით ნავთობი და გაზი გაუგზავნა

Financial Times საზღვაო მარშრუტების მონიტორინგის სერვისებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნავთობითა და ბუნებრივი აირით დატვირთული ორი რუსული ტანკერი კუბის მიმართულებით მიემართება, მაშინ როცა კუნძული ღრმა ენერგეტიკულ კრიზისს ებრძვის, რომელიც -ს ნავთობის ბლოკადამ გაამწვავა.

FT-ს კომპანია TankerTrackers-ის თანადამფუძნებელმა, სამირ მადანიმ განუცხადა, რომ ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Sea Horse, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით 27 000 ტონა ბუნებრივი აირით არის დატვირთული, კუბაში უახლოეს დღეებში უნდა ჩავიდეს.

მისი თქმით, მეორე გემი, რუსული ტანკერი სახელად ანატოლი კოლოდინი, რომელიც 725 000-დან 728 000-მდე ბარელი ნავთობითაა დატვირთული კუბაში აპრილის დასაწყისში ჩავა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კუბას ენერგო რესურსები ბოლო სამი თვის განმავლობაში არ მიუღია.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე გრძელ სტატუსს დავწერდი, მაგრამ დღეს 21:30 ინგა გრიგოლიასთან ვარ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად მირჩევნია იქ ვილაპარაკო:

ლევან ხაბეიშვილი – „გამოძიებობანას“ თამაშობენ! ორი წელი ეძინათ და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ ჩემს წამებას ჰქონდა ადგილი, „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ – თუ მათი პასუხისმგებლობა არ დადგება, ვის აინტერესებს ვიღაც ბაღლინჯოები?!