Freedom House: საქართველოს რეიტინგი 4 ქულით შემცირდა – ყველაზე დიდი ვარდნა ევრაზიაში

17
Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც, დღეს, 19 მარტს გამოქვეყნდა, ერთ წელიწადში საქართველოს რეიტინგი 4 ქულით შემცირდა, რაც ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდი ვარდნაა.
ევრაზიის რეგიონში 12 ქვეყანა შედის: საქართველო, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის რეიტინგი 51-ია და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად მიიჩნევა. გასულ წელს 55 იყო.
საქართველოში 2024 წელს დაწყებული ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო პროტესტი 2025 წლის განმავლობაშიც გაგრძელდა მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან არაპროპორციულ ძალასა და სასტიკ მოპყრობას აწყდებოდნენ.
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ოპონენტები ფიზიკური თავდასხმების, დევნისა და ახალი სამართლებრივი შეზღუდვების მსხვერპლნი გახდნენ, რაც მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის შეფერხებას. ქვეყნის რეიტინგი 4 ქულით შემცირდა,” – წერია ანგარიშში.
ანგარიშში Freedom House-ი საქართველოში არჩევნებთან დაკავშრებულ პრობლემებზეც წერს:
ხმების მოსყიდვა და დაშინება არა მხოლოდ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე, არამედ შესაძლოა გახდეს პირველი ნაბიჯი უფრო ფართო საარჩევნო მანიპულაციებისკენ.
მაგალითად, საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მართალია მშვიდობიანად ჩატარდა, თუმცა მას ჩრდილი მიაყენა სარწმუნო ცნობებმა უკანონო კამპანიის შემოწირულობების, ხმების მოსყიდვისა და გავლენიანი პოლიტიკური ელიტების მხრიდან დაშინების შესახებ.
ნოემბერში არჩევნების მეორე ტურამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, საქველმოქმედო ფონდმა, რომელსაც აკონტროლებდა საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, 600 000-ზე მეტი ქართველი ამომრჩევლის ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. მას შემდეგ ქვეყნის არჩევნები უფრო ფართომასშტაბიანი პრობლემების წინაშე დგას, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, საარჩევნო უბნებზე ფიზიკური დაშინების, ძალადობის, პოლიტიკური პარტიების ბოიკოტისა და ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევის მუქარის შემცველი ფაქტების ჩათვლით,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან