Fox News – დონალდ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელსაც ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება დაევალება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელსაც ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება დაევალება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ნახავთ ძალიან მაღალი თანამდებობის წარმომადგენელს, დიდი სანდოობის მქონე ადამიანს, რომელსაც დაევალება გამოსავლის პოვნა, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა. ამას მალე ნახავთ,” – განაცხადა გამოცემის წყარომ.
აღინიშნება, რომ ეს ანაზღაურებადი სამუშაო არ იქნება.
ცნობისთვის, 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით უკრაინაზე სპეციალური წარმომადგენლის ვალდებულებებს კურტ ვოლკერი ნებაყოფლობით ასრულებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ