არქივი1 აპრილი, 2025, 17:25
Forbes-ის სიაში ყველაზე მდიდარი ქართველი მიხეილ ლომთაძეა

Forbes-ის მილიარდერების განახლებული ინდექსის თანახმად, გასული წლის მსგავსად, სიაში ყველაზე მდიდარი ქართველი კვლავ მიხეილ ლომთაძეა.
Forbes-ის შეფასებით, ყაზახეთის წამყვანი ფინტექ კომპანია Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი 5.9 მილიარდს ფლობს, რითაც რეიტინგში 579-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაქსიმალური შეფასებაა 49 წლის მილიარდერის ქონებისთვის, რაც მას აქამდე ჰქონია. 2024 წელს მისი ქონება 5.2 მილიარდად ფასდებოდა. (ბიემჯი)
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.