ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Footmercato : ბუნდესლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს პსჟ-ში გადასვლა სურს

Footmercato -ს ცნობით, „ლაიფციგის“ 19 წლის კოტ-დ'ივუარელმა გარემარბმა იან დიომანდემ, რომლითაც „ლივერპული“ და „ბაიერნი“ არიან დაინტერესებული, პსჟ-ში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული დიომანდე პსჟ-ს შეტევის მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად სჭირდება.
დიომანდემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, გერმანულ კლუბთან კი კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
Transfermarkt-ის მიხედვით იანის ფასი 90 მილიონი ევროა, თუმცა „ლაიფციგი“ 130 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.