FOOD TRAIN: კიევიდან იზუმში “მატარებელი-სამზარეულო” დაიძრა, რომელიც 10 000 ულუფას ამზადებს

დან, ხარკოვის გავლით, იზუმში ჩავიდა ახალი უკრაინული მატარებელი Food Train (საკვების მატარებელი). 6 ვაგონისგან შემდგარი ტრანსპორტი ერთი დიდი სამზარეულოა, რომელსაც რეისის დროს 10 000 ულუფის მომზადება შეუძლია.
პირველი რეისი მადლიერების დღეს მიეძღვნა. ღონისძიებას დაესწრო -ს ელჩი ში ბრიჯიტ ბრინკი. მენიუც დღესასწაულის შესაბამისი იყო – ინდაური, კარტოფილი, ნამცხვარი. რეისი მთლიანად პოლიციელებს, მედიკოსებსა და მაშველებს მოხმარდება.
მატარებლის შემადგენლობაში 6 ვაგონია:
· ვაგონი-გენერატორი;
· ვაგონი-მაცივარი;
· ვაგონი ცივი სამზარეულოთი;
· ვაგონი ცხელი სამზარეულოთი;
· ვაგონი პერსონალისთვის შხაპებითა და სარეცხი მანქანებით;
· ვაგონი 27 ტონა წყლით, რომელსაც ფილტრაციის სისტემა აქვს;
Food Train-ს გადაბმულად მუშაობა 5-7 დღის განმავლობაში შეუძლია. მატარებლის აღჭურვილობა ქმნის სრულყოფილ კერძებს: წვნიანებს, ფაფებს, სალათებს, ხორცს.
პროექტი მთლიანად ამერიკელმა მილიარდერმა, ჰოვარდ ბაფეტმა დააფინანსა.