ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Firefighter – სიმღერა, რომლითაც ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

ნუცა ბუზალაძე საქართველოს ევროვიზიაზე სიმღერით Firefighter წარადგენს. კომპოზიციისა და მასზე გადაღებული კლიპის პრემიერა კონკურსის Youtube არხზე გაიმართა.
სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი სონგრაითერი და პროდიუსერი, დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან. კლიპის რეჟისორი კი ზაზა ორაშვილია.
ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. ბუზალაძე საქართველოს სახელით ნახევარფინალში 9 მაისს იმღერებს.
საქართველო კონკურსის მოგებას მეთექვსმეტედ შეეცდება. აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, ხოლო 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.