Fire wok, “იოკო”, “ბამბუ”… – სეს-მა თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. მათგან 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია:
· შპს ,,კოსმო ინკ“, ბრენდული დასახელება Fire wok (ს/კ 402029185; მის: ქ. თბილისი, დადიანის 20);
· ინდმეწარმე ჰ. ს. (მის: გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16);
· შპს ,,მიაო ჯია“ (მის: თაბუკაშვილის ქუჩა 6);
· შპს ,,იომი 1977“ (ს/კ 404747716, მის. გამრეკელის 3);
· ინდმეწარმე დ. ქ. (სწრაფი კვების ობიექტი ბრენდული დასახელებით Evil wok (მის: ქ.თბილისი, დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ. მ/ტ);
· შპს ,,რ ნ ა ენთერფრაისი“, (მის: შ. ნუცუბიძის 2);
· შპს ,,ალ მადინა კეივ“ (მის: ტეტელაშვილის ქუჩა 2);
· შპს “იოკო აზია” (კაფე-ბარი რესტორანი; ს/კ 405727129, მის: ჭავჭავაძის ქ. N19);
· შპს “ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ”, ჩინური რესტორანი “ბამბუ” (;ს/კ 405649794, მის: ქ. თბილისი, ბუდაპეშტის 32).
კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გარდა, გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას.
ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო