Financial Times – დონალდ ტრამპმა -ის იუსტიციის დეპარტამენტს ანტიკორუფციული კანონის აღსრულების შეჩერება უბრძანა, რომელიც ამერიკელებს უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების მოსყიდვას უკრძალავს

დონალდ ტრამპმა -ის იუსტიციის დეპარტამენტს ანტიკორუფციული კანონის აღსრულების შეჩერება უბრძანა, რომელიც ამერიკელებს უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების მოსყიდვას უკრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას ხელი ორშაბათს მოაწერა და აშშ-ის გენერალურ პროკურორს, პემ ბონდის დაავალა, რომ 1977 წლის საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტის (FCPA) აღსრულება შეაჩეროს.
„ეს ამერიკისთვის უფრო მეტ ბიზნესს ნიშნავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თეთრი სახლის ცნობით, კანონი ამერიკულ კომპანიებს უცხოურ კონკურენტებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს და არათანაბარ პირობებს ქმნის.
„ქაღალდზე კარგად გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკაში კატასტროფაა. ეს ნიშნავს, რომ თუ ამერიკელი უცხო ქვეყანაში ბიზნესის კეთებას დაიწყებს, გამოძიება და ბრალის წაყენება გარანტირებულია და ამიტომ ამერიკელებთან ბიზნესის კეთება არავის უნდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”