FBI: აშშ-კანადის საზღვარზე მომხდარი აფეთქება ტერორიზმს არ უკავშირდება

ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, ამერიკა-კანადის საზღვართან მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაასრულა. FBI-ის ცნობით, არ არსებობს ტერორიზმის ან ასაფეთქებელი საშუალებების რაიმე კვალი. შესაბამისად, არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მომხდარი ტერორისტული თავდასხმა ან ამ თავდასხმის მცდელობა იყო.
ოთხშაბათს, ორი ქვეყნის საზღვარზე, ნიაგარის ჩანჩქერთან მდებარე “ცისარტყელის ხიდზე”, ავტომობილი გზაჯვარედინზე საკუთარი ხაზიდან გადავიდა და გამშვები პუნქტის ერთ-ერთ ჯიხურს შეეჯახა. ამან აფეთქება გამოიწვია და შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ახლა საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.
“ადგილის დათვალიერებამ და გამოძიებამ ვერ გამოავლინა ასაფეთქებელი საშუალება ან ტერორიზმთან კავშირი. საქმე ნიაგარის ჩანჩქერების პოლიციის დეპარტამენტს დაუბრუნდა, როგორც საგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული გამოძიება”, – განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს ბუფალოს ოფისმა. ეს უკანასკნელი კი ამბობს, რომ ინცინდენტის კომპლექსურობის გამო, მისი გამოძიების დასრულებას გარკვეული დრო დასჭირდება.
მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ დაღუპულია ცოლ-ქმარი. ნიუ-იორკის გუბერნატორმა კი თქვა, რომ მძღოლი დასავლეთ ნიუ-იორკის მცხოვრები იყო, თუმცა მანქანაში მყოფთა ვინაოობა არ დასახელებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ