ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Facebook პოსტის გამო, დავით ქაცარავა 4000 ლარით დააჯარიმეს

Facebook პოსტის გამო, დავით ქაცარავა 4000 ლარით დააჯარიმეს

თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე, Facebook-ში დაწერილი პოსტის გამო, დავით ქაცარავა 4000 ლარით დააჯარიმეს.

იგი ასევე ამბობს, რომ მას კიდევ 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც აეკრძალა.

"შარშან როდესაც ამ სისხლიანი რეჟიმის ცოფიანმა ქოფაკებმა სახის ძვლები დამიმტვრიეს, მერე ზუსტად ჩემი ცემის ამბავზეც მე გამასამართლეს-2000 ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს და 2 წლით შემიზღუდეს იარაღის ტარების უფლება.
დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, ფეისბუკ პოსტის გამო 4000 ლარი გამომიწერა შაპიტომ, სასამართლოდ წოდებულმა, და ჰოი საოცრებავ - კიდევ 3 წლით ამიკრძალეს იარაღის ტარება.
ქოცნახირო, რა გჭირთ, რისი გეშინიათ ასე მწარედ? რამ შეგაშინათ, ხომ ხართ კარგად?", - წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.