პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Eurowings-ი ჰამბურგის მიმართულებით 1000-ზე მეტ ფრენას აუქმებს

Eurowings-ი ჰამბურგის მიმართულებით 1000-ზე მეტ ფრენას აუქმებს

გერმანიაში ფრენა მაღალი ფასებისა და გადასახადების გამო ავიაკომპანიებისთვის ძალიან გაძვირდა. ამიტომ, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები გერმანიის აეროპორტებში ფრენების რაოდენობას ამცირებენ, იუწყება Focus.
ცნობილი ხდება, რომ ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის შემდეგ, Eurowings 2025 წელს ასევე გააუქმებს 1000-ზე მეტ ფრენას ჰამბურგში. ეს გავლენას მოახდენს შიდა ფრენებზე ჰამბურგსა და კიოლნ-ბონს შორის, ისევე როგორც ექვს სხვა მიმართულებაზე ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.
„მოვლენების ამ განვითარების თავიდან აცილება შეიძლებოდა. მაგრამ აეროპორტის გეგმები ტარიფების სრულიად არაპროპორციული ზრდის შესახებ არჩევანს არ გვიტოვებს“, – განაცხადა Eurowings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იენს ბიშოფმა.
Eurowings-ი, რომელიც Lufthansa-ს შვილობილი კომპანია, არის ბაზრის ლიდერი ჰამბურგში: Eurowings ამჟამად დაფრინავს 70 მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ Eurowings-მდე Ryanair-მა განაცხადა, რომ 60%-ით შეაჩერებს ფრენებს ჰამბურგში, ხოლო ბერლინში 20%-ით. Ryanair-მა ტრანსპორტის ფედერალურ მინისტრს და გერმანიის მთავრობას მოუწოდა გააუქმონ საჰაერო მიმოსვლის გადასახადი და შეამცირონ საჰაერო მოძრაობის კონტროლის საფასური.
ავიანიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.